ზვიად კვაჭანტირაძე - ვფიქრობ, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში სწორი გზით მივდივართ
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცვლელი რჩება და ეს უნდა გვიხაროდეს, – ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს განცხადების შეფასებისას განმარტა, სადაც პომპეო ამბობს, რომ ამერიკა რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს.
ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, მაიკ პომპეოს ასეთი განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პოლიტიკა უცვლელია და ის სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ უცვლელი რჩება და ეს უნდა გვიხაროდეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე ჩვენ ქვეყნებს შორის წინასწარ შეთანხმებულია. ჩვენ ურთიერთობებს არეგულირებს მრავალი სავალდებულო დოკუმენტი, მათ შორის ყველაზე მთავარი ალბათ არის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ეს ურთიერთობები გაწერილია ნაკლებად საჯაროა. ვფიქრობ, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში ჩვენ სწორი გზით მივდივართ”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.