ზვიად კვაჭანტირაძე თინა ბოკუჩავას - თქვენ იყავით, ვის დროსაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა, საშუალებას არ მოგცემთ, სპექტაკლი დადგათ
ზვიად კვაჭანტირაძე თინა ბოკუჩავას - თქვენ იყავით, ვის დროსაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა, საშუალებას არ მოგცემთ, სპექტაკლი დადგათ

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.

სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა და კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე დაუპირისპირდნენ.

გამოსვლისას თინა ბოკუჩავამ ყოფილი პრეზიდენტის ექსტარდირების საკითხზე ისაუბრა და დაინტერესდა, ქართულმა მხარემ მიმართა თუ არა პოლონეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის მთავრობებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.

„თუ არ მიგიმართავთ, საქმე რაშია? თუ არ მიმართეთ, მაშინ თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გამახსენდა, რომ ივანიშვილს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეშინია და მის გადმოცემას ვერ ითხოვთ'”, – მიმართა წულუკიანს ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მივლინებებთან და ხარჯებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, რაც იმას აჩვენებს, რომ საპარლამენტო კონტროლი არ არსებობს.

ბოკუჩავას კვაჭანტირაძე გამოეხმაურა და მოუწოდა, კითხვები განსახილველ საკითხზე – მოქალაქეობაზე დასვას.

„თქვენ დემოკრატიაზე ნუ მოგვიწოდებთ. თქვენ იყავით, ვის დროსაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელებოდა. საშუალებას არ მოგცემთ, რომ სპექტაკლი დადგათ”, – მიმართა კვაჭანტირაძემ ბოკუჩავას.