ზვიად კვაჭანტირაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ია მამალაძის წარდგენა ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება
ზვიად კვაჭანტირაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ია მამალაძის წარდგენა ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ია მამალაძის წარდგენა კანდიდატად ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება. ქართულ მედიასივრცეში იას ძალიან ბევრი იცნობს და არა მხოლოდ როგორც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელს, არამედ, როგორც ჟურნალისტს, რომელმაც სახელი გაუთქვა რეგიონული მედიის ასოციაციას. ია მამალაძის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოში დღეს რეგიონული მედია სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო დიდ, ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს.

იას პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ მეპარებოდა არასდროს და ამისთვის იმ გასულ წლებშიც მითქვამს მისთვის მადლობა და ეს მას კარგად ახსოვს.

ჩემი კოლეგებიც და მეგობრებიც ასევე კარგად იცნობენ იას, როგორც პოლიტიკურ ასევე ჟურნალისტურ წრეებში.

ამიტომაც, ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან პროდუქტიული იქნებოდა მისი ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. ღიად ვაცხადებ, რომ მე მას კვლავაც დავუჭერდი მხარს. წარმატებები ია მამალაძეს!“, – წერს კვაჭანტირაძე „ფეისბუქში“.