ზვიად კვაჭანტირაძე მაია ცქიტიშვილს - გთხოვთ, აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი
ზვიად კვაჭანტირაძე მაია ცქიტიშვილს - გთხოვთ, აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, – ასე მიმართა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ანაკლიას, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი.

„ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს. რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი? თქვენი გამოსვლის შემდეგ გამიჩნდა კითხვები, რაც აქამდე არ მქონდა. ჩემი კოლეგების კითხვებიდან გამომდინარე, ისეთი განწყობა მიჩნდება, თითქოს საქმე იქამდე მიგვყავს, რომ პროექტის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები – რასაც მე ვუყურებ, კონკრეტულად ანაკლიის კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ. აღარ ვყვები წინა ისტორიაზე, რადგან “თიბისი“ ბანკის თემა დახურულია და “თიბისი“-სთან დაკავშირებით კითხვა არ გამაჩნია. რაც შეეხება ანაკლიას, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი და მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ, რომ ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ ძალიან ბევრი დათმობა გაკეთდა, ასევე გადაიდგა თუ არა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთავრობისათვის იყო სასარგებლო. მაგალითად, განსახლების გეგმა. თუ გაკეთდა ისეთი რამ, რაც თქვენც – მთავრობას გაწყობდათ“, – განაცხდა კვაჭანტირაძემ.