ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგ, მეზობლები სხვანაირად ესალმებიან
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგ, მეზობლები სხვანაირად ესალმებიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„იმ დღეს, როცა წამოსვლის განცხადება დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა, ერთი ოცდაათი კილო დავიკელი. შემსუბუქება ვიგრძენი. დილასა და საღამოს ორ-ორი საათით ვასეირნებ ხოლმე ძაღლს და ვამჩნევ, მეზობლები სხვანაირად მესალმებიან. ისეთი ბედნიერი ვარ.
ადრე ისიც არ ვიცოდი, ამდენი ძაღლი და გამსეირნებელი თუ იყო ქალაქში. ამას ვგრძნობ. ეს გადაწყვეტილება ჰაერზე არ მიმიღია, არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა „ქართული ოცნებისთვის“. მიმძიმს ამაზე საუბარი. არ ვიტყვი, რომ დედა ენა ან ბიბლია იყო ჩემთვის „ქართული ოცნების“ დებულება, მაგრამ მართლა ველოლიავებოდი იდეას, რისთვისაც 2012 წელს ვიბრძოდით“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.