ზვიად კუპრავა - მოგმართავთ, ვინც მიიღეთ უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება, არჩევნები დააბრუნეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“
მოგმართავთ, ვინც მიიღეთ უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს არჩევნები დააბრუნეთ ისე, როგორც ეს იყო დათქმული, არჩევნები დააბრუნეთ ენმ-ში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპარავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს არჩევნები ფართო ჩართულობით უნდა ჩატარდეს.
„არჩევნები რომ ჩატარდა ამ ფორმატით და ფართო ჩართულობით, იმიტომ შეფასდა ის ყველას მიერ დემოკრატიად და წინ გადადგმულ ნაბიჯად, თორემ ლევანი რომ დამოუკიდებელი ფიგურა არ არის (ძალიან რბილად ვამბობ ამას), ეგ ყველამ ვიცით, მისმა მხარდამჭერმაც და სხვებმაც. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ვინც მიიღეთ ეს უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება: პოლიტსაბჭოს არჩევნები დააბრუნეთ. ისე, როგორც ეს იყო დათქმული, მარტში და ფართო ჩართულობით. არჩევნები დააბრუნეთ ენმ-ში“, – წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.