ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ბათუმში სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე ბათუმში სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს, რომელშიც აჭარის ხელისუფლების პირველი პირებიც მონაწილეობდნენ. საჯარო ბიბლიოთეკაში პირველ პრეზიდენტზე გადაღებული ვიდეორგოლი და ისტორიული კადრები აჩვენეს, მოეწყო მარტის რეფერენდუმის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენაც.
„დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია ბევრი კონტექსტით. 28 წლის წინ სწორედ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ქართველმა ხალხმა მიიღო და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართველ სახელმწიფოებრიობას. მისი იუბილე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის. იდეა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის იდეას, ჩვენი ქვეყნის საერთაშოროსო ასპარეზზე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, სწორედ პირველ პრეზიდენტს უკავშირდება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
დღესვე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამსახურდიას პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატების, საარჩევნო და სარეფერენდუმო პლაკატების, გაზეთებისა და ფოტომასალების გამოფენაც მოეწყო.