ზვიად ძიძიგური - უკრაინა, რომელიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, არგუმენტებს წარმოადგენს, რის საფუძველზე მოხდა დეპორტაცია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დეპორტაცია არასასიამოვნო ფაქტია და უკრაინა, რომელიც საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, ქართველებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე არგუმენტებს წარმოადგენს.
როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დაცვა ან მათთვის დახმარების გაწევა პოლიტიკური ნიშნით არ ხდება.
„ეს ჩვენი მონაპოვარია და ამით ვამაყობ. დოკუმენტაცია არ მაქვს, თუ რის საფუძველზე მოხდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. დეპორტაცია არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა უკრაინა, რომელიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, არგუმენტებს წარმოადგენს. დეპორტაცია არგუმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი ტიპის დეპორტაციას მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არ აკეთებენ და მით უმეტეს, მეგობრული სახელმწიფო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, უკრაინიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ისინი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ.