ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის და ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. ამის გამო გზაზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.