ზურაბ ყიფშიძე - სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაუდგამს, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა
ზურაბ ყიფშიძე - სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაუდგამს, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა, – ამის შესახებ მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ რუსთაველის თეატრში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

„ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც დიდი ხანია, საზღვარგარეთ სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ. ყველაფერი ესმის, ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ. ძალიან ვღელავდი და ცოტა რუსულად მომივა, „შპარგალკა“ წამოვიღე, ქალბატონ სალომეზე „შპარგალკა“ არ არის საჭირო. რასაც ფიქრობ ადამიანზე, ის უნდა თქვა.

ძალიან დიდი დამსახურებაა მისი, რომ ემიგრანტებმა დაიბრუნეს საქართველოს პასპორტები, ოფიციალურად. დიდი დამსახურებაა, რომ ისეთ მომენტებში, როცა უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, თქვა. არავისი არ მოერიდა, არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი“, – განაცხადა ზურაბ ყიფშიძემ.