ზურაბ ქურციკიძე - დევნოზაშვილი უშუალოდ ახდენდა ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას
ზურაბ ქურციკიძე - დევნოზაშვილი უშუალოდ ახდენდა ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას

დავით დევნოზაშვილი გვეუბნებოდა, რომ უნდა გვეღიარებინა სულელური ბრალდებები, ის უშუალოდ ახდენდა ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ზურაბ ქურციკიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც დევნოზაშვილისა და მუხაძისთვის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც ქურციკიძემ აღნიშნა, სიმართლე არსებობს ქვეყანაში.

“მე არავის ყოფნა არ მიხარია ციხეში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა განაჩენი, სიმართლე არსებობს ამ ქვეყანაზე. დევნოზაშვილს რაც შეეხება, ის უშუალო ხელმძღვანელი იყო ჩვენთან მომსვლელი ჯგუფების, ის უშუალოდ გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა, რომ უნდა გვეღიარებინა სულელური ბრალდება, ის უშუალოდ ახდენდა ჩვენზე ფსიქოგოლიურ და ფიზიკურ ზეწოლას”, – განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად ძალაში დატოვა ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მსჯავრდებული პირების – დავით დევნოზაშვილისა და ალექსანდრე მუხაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.