ზურაბ ნასარაია - გურიაში ვითარება სტაბილურია, სტრატეგიული ობიექტები მუშაობას აგრძელებენ
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, რეგიონში ვითარება სტაბილურია, მუშაობენ სტრატეგიული ობიექტები. მისივე თქმით, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას საკოორდინაციო შტაბებიც.
„პრევენციული ღონისძიებები კეთდება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით ეს ოთხი დღე არის უმნიშვნელოვანესი და მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, მოსახლეობას მოვუწოდებ, დარჩნენ სახლში, დაიცვან რეკომენდაციები და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.