ზურაბ მელიქიშვილი - მიამიტურად ვინმე თუ ფიქრობს, რომ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ პარლამენტში შესვლით კრიზისი დაიძლევა და პასუხისმგებლობას აიღებს „ქოცებთან“ ერთად ამ მარაზმზე, მისი გადასაწყვეტია
მიამიტურად ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ პარლამენტში მისი შესვლით ქვეყანაში კრიზისი დაიძლევა და პასუხისმგებლობას აიღებს „ქოცებთან“ ერთად ამ მარაზმზე, მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ მელიქიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„დანებების ცდუნება განსაკუთრებით მძაფრდება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე!“ თუ ვინმე მიამიტურად ფიქრობს, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით მიღებულ პარლამენტში მისი შესვლით – ქვეყანაში არსებული კრიზისი დაიძლევა, და პასუხისმგებლობას აიღებს ქოცებთან ერთად ამ მარაზმზე……მისი გადასაწყვეტია…..
მანამდე სანამ, საქართველოში არსებული განწყობების პროპორციულად არ მოხდება პარლამენტის შევსება და მთავრობის დაკომპლექტება – კრიზისი ვერ დაიძლევა!
თავისუფლება ნიკა მელიას“,- წერს მელიქიშვილი „ფეისბუქზე“.