ზურაბ კუკულაძე - ყველაზე დიდი პრობლემა არის პრობლემური სესხების ამოღების მეთოდოლოგიაში
ზურაბ კუკულაძე - ყველაზე დიდი პრობლემა არის პრობლემური სესხების ამოღების მეთოდოლოგიაში

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წევრი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთს მაინც ზრდიან. ამის შესახებ კუკულაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა.

ზურაბ კუკულაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციები საკმარისი არ არის.

„ყველაზე პრობლემურია ონლაინკრედიტების საკითხი. მართალია მთავრობამ და ეროვნულმა ბაკმა სასარგებლო რეგულაციები მიიღეს, თუმცა მე ვიტყოდი რომ ეს არ არის საკმარისი. ახალი რეგულაციების დარღვევაც ძალიან ხშირად ხდება. მაგალითად, თუ ასეთ ორგანიზაციებს წლიური საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს 100% მაქსიმუმ, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები მაინც ახერხებენ და ზრდიან ამ განაკვეთის მოცულობას. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ პრობლემური სესხების ამოღების მეთოდოლოგიაშია.

ხშირად მომხმარებლები არიან მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი. საკითხი იმდენად სოციალური და მასშტაბურია, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ჩაერთოს, იმდენად ზღვარს გადადიან ეს ორგანიზაციები“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წევრმა ზურაბ კუკულაძემ.