ზურაბ ხარატიშვილი - 10 ივნისს აქცია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად იმართება 
ზურაბ ხარატიშვილი - 10 ივნისს აქცია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად იმართება 

პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 10 ივნისს აქცია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად იმართება.

„აქციაზე ვინ მოვა, ან ვინ არ მოვა, თავიანთი სინდისის ბუნებისა და მსჯელობის საფუძველზე გადაწყვიტონ. ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ვერ ართმევს თავს, რომ ქვეყანაში დაისაჯონ სისხლის სამართლის დამნაშავეები. ეს ორი ადამიანი არის სიმბოლო იმ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის, ასეთი ათეულობით ოჯახია“, – განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.