ზურაბ კახაბრიშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს
ზურაბ კახაბრიშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დავით ყიფშიძე იმუშავებს.

4-დან 11 აპრილის ჩათვლით, რუსეთის დედაქალაქი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ტურნირის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი იქნება.