საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი - სპორტსმენები ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფუნქციურად კარგ ფორმაში არიან #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი - სპორტსმენები ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფუნქციურად კარგ ფორმაში არიან #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი სტუმრობდა. ზურაბ კახაბრიშვილმა მოახლოებულ ოლიმპიადასა და ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მზადებაზე ისაუბრა:

„ნაკრებში კარგი მდგომარეობაა. არის მიკროტრავმები და ერთი შედარებით სერიოზული პრობლემა.  ბუდაპეშტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბექაურმა ტრავმა მიიღო. ვუტარებთ სხვადასხვა კვლევას. გუშინწინ კიდევ გადავუღეთ და კუნთების, მყესების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. დღეს პირველად შედის ტატამზე მწვრთნელისა და ექიმის მეთვალყურეობით, გადავდივართ სპეციალურ მზადებაზე.  ჩართულია როგორც ტრადიციული ასევე სახალხო მედიცინა, ინიშნება კონსილიუმები. თვითონ ბექაურს კი ასფურცელასავით აღდგენის ძალიან სწრაფი უნარი აქვს. ზოგადად, თაობათა ძალიან კარგი ცვლაა. სპორტსმენები ფიზიკური, ტაქტიკური და ფუნქციური კუთხით ძალიან კარგ ფორმაში არიან“.

ზურაბ კახაბრიშვილმა, რომლისთვისაც ტოკიო 2020 რიგით მეექვსე ოლიმპიადა იქნება, აღნიშნა, რომ საორგანიზაციო საკითხებიდან ყველაზე პრობლემატური და მნიშვნელოვანი კოვიდრეგულაციებთან არის დაკავშირებული, რადგან, ფაქტობრივად, ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ამბობს, რომ ძალიან დატვირთული სამუშაოს მიუხედავად, ყველაფერი წესრიგშია, როგორც საორგანიზაციო საკითხების, ასევე სპორტსმენების ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.