დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
დავით ყიფშიძე ძალოსნობის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT

მოსკოვში გამართულ ძალოსნობის ევროპის ფედერაციის (EWF) საარჩევნო-საანგარიშო კონგრესზე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მესვეურებმა საკუთარი არჩევანი პრეზიდენტობის თურქი კანდიდატის ჰასან აკუშის სასარგებლოდ დააფიქსირეს.

არჩევნებში აკუშის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ძალოსანობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დავით ყიფშიძის კანდიდატურა ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს. ამ ინიციატივამ ჰასან აკუშის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო და შედეგად დავით ყიფშიძე ამ პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.