კახი კახიაშვილის კანდიდატურა საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრად წარადგინეს
კახი კახიაშვილის კანდიდატურა საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრად წარადგინეს

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის კანდიდატურა საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრად წარადგინეს.

26-27 მარტს სტამბოლში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საარჩევნო კონგრესი გაიმართება. პანდემიის გამო ამ ეტაპზე ფორუმის ჩატარების ფორმატი უცნობია.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის კანდიდატურა აღმასკომის წევრად წარადგინეს და მისი არჩევის შემთხვევაში კახი კახიაშვილი იქნება პირველი ქართველი, ვინც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრად იმუშავებს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მესვეურებმა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი სამედიცინო კომიტეტის წევრად მეორე ვადით წარადგინეს.