ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა
ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინა და განცხადება შესულია უკვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.

კომიტეტს მიმართვის განხილვისთვის ვადა აქვს არაუგვიანეს 15 დღისა, განხილვის შემდეგ კი, საკითხი პლენარულ სხდომას გადაეცემა, სადაც გადაწყვეტილების მიღება დადგენილების პროექტით მოხდება.

ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით უკვე მეორედ მიმართა. თუ მას პარლამენტი უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მისი ადგილმონაცვლე ჰერმან საბო იქნება, რომელიც „გირჩის“ საარჩევნო სიაში შემდეგია, ვისაც პარლამენტში შესვლა უწევს.