ზურაბ ჯაფარიძე - ყველა მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს
ყველა მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯაფარიძე აუდიენციის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მეორე შეხვედრა შედგება.
„რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, თუმცა დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცი. ფასილიტატორების, ისევე როგორც ჩვენი სურვილი და ზოგადად ატმოსფერო ასეთია, ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევია. ასეთი ატმოსფეროა. კონკრეტულად, სადამდე მივა პროცესი, დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.