ზურაბ ჯაფარიძე - ვადამდელ არჩევნებზე თუ ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი
ზურაბ ჯაფარიძე - ვადამდელ არჩევნებზე თუ ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი

მე და გირჩსაც პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ზუმშიონლაინშეხვედრისას მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო.

დააბარტერო მნიშვნელოვანში არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან იზომება იმითი, რომ ძალაუფლების დათმობაზე უნდა იყოს საუბარი, არა რაღაცა გზის დაგებაზე და მარტივ რაღაცაზე, არამედ მნიშვნელოვანი ძალაუფლების დათმობაზე, რადგან ეს არჩევნები იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლის არჩევნები და ეს არჩევნები იმდენად გაყალბდა, რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დარჩეს. ეს ძალაუფლება რაღაცებზე დგას და, კი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გამოეცალოს და მაშინ შეიძლება დაბარტერდეს. ჩემი აზრით, ნებისმიერი იმ პუნქტებიდან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნოდ და რისი გაკეთებაც გვინდოდა, პარლამენტში ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე და გირჩსაც პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. და თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი. „ოცნებამ“ რომ თუნდაც სასამართლო დათმოს, ეგ ნიშნავს ძალაუფლების დათმობას, რადგან სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მაგიტომაც სჭირდებათ იქ სრული კონტროლი. ეგ რომ დათმოს, ნიშნავს ძალაუფლების სრულ დათმობას და არ მჯერა, რომ მაგაზე წამომსვლელი არის „ოცნება“. მე დავაბარტერებდი ეგრევე. თავისუფალ სავალუტო რეჟიმში დავაბარტერებდი მარტო და ეროვნული ბანკის გაუქმებაში თუნდაც. ახლა მესამე რაუნდამდე მაგის გაკეთება არასწორი იქნება. მესამე რაუნდის შემდეგ შეიძლება საჯაროდ ამის თქმა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.