ზურაბ ჯაფარიძე - სიების განულება ეხება სიის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელი, დანარჩენებმა ინდივიდუალურად უნდა მიმართონ, მაგაზე კიდევ არის დრო
სიების განულება ეხება სიის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელი, დანარჩენებმა ინდივიდუალურად უნდა მიმართონ, მაგაზე კიდევ არის დრო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„სიების განულება ეხება მხოლოდ სიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის გამსვლელ ნაწილში. მაგალითად, „გირჩის“ შემთხვევაში, გამსვლელ ნაწილში არის ოთხი ადამიანი და ოთხის ზემოთ ნულდება. შესაბამისად, დანარჩენებმა ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. მაგაზე კიდევ არის დრო. ინდივიდუალურად მივმართავთ, კი, რა თქმა უნდა. რამდენადაც მე ვიცი, „გირჩშიც“ იგივე პოზიციაზე არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.