ზურაბ ჯაფარიძე შესაძლოა, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატად ვერ დარეგისტრირდეს
ზურაბ ჯაფარიძე შესაძლოა, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატად ვერ დარეგისტრირდეს

ზურაბ ჯაფარიძე შესაძლოა, „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატად ვერ დარეგისტრირდეს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ცესკო-ში ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება აქვს მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებზე იყვნენ რეგისტრირებული.

„კანდიდატად დავრეგისტრირდები ყველა შემთხვევაში, მთავარი კითხვა არის, ვიქნები თუ არა „გირჩის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, თუ მომიწევს რეგისტრაციის გავლა როგორც საინიციატივო ჯგუფის კანდიდატს. აღმოვაჩინეთ, რომ კანონმდებლობაში არის ისეთი ჩანაწერი, რომელიც გვიკრძალავს დავრეგისტრირდეთ, როგორც პოლიტიკური პარტიის, ამ შემთხვევაში „გირჩის“ კანდიდატი. რატომ და რისთვის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული, გაუგებარია. ცენტრალური საარჩევნო კომისია გვეუბნება, რომ კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებზე იყვნენ რეგისტრირებული. „გირჩმა“ წინა არჩევნები გამოტოვა, შესაბამისად, ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, რომ დავრეგისტრირდე როგორც „გირჩის“ კანდიდატი. ვცდილობთ, ცესკო-სთან ამ საკითხის კიდევ გარკვევას. აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ დაშვებული მსგავსი პრეცედენტი 2013 წელს, როდესაც გამონაკლისის სახით მისცეს ერთ-ერთ, არ ვიცი რომელ, მაგრამ ერთ-ერთ პარტიას რეგისტრაციის საშუალება”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.