ზურაბ ჯაფარიძე - შემდეგ ნაბიჯს დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, უფრო ხვალ მოვიფიქრებთ და შეგატყობინებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება, მათ მწყობრიდან გამოიყვანს
მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ან, სავარაუდოდ, ხვალ მოიფიქრებენ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება.
„პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილის გამზირს გვაკეტინებენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არისო. მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის. უბრალოდ, ჩვენ დავიღლებით და ამით არაფერი შეიცვლება, ამიტომ ჩვენ რაც გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ, დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რას გავაკეთებთ. სავარაუდოდ, ალბათ უფრო ხვალ მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს. ჩვენი აზრით, ამის გაგრძელებას ახლა აქ აზრი არ აქვს, ამიტომ წავედით, დავისვენეთ, ძალები მოვიკრიბეთ და გავაგრძელებთ მერე ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.