ზურაბ ჯაფარიძე - შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება იყოს კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე სწორი, მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა
შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება იყოს კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრები არსებობს, თუმცა ბევრს მსგავსი პოზიცია აქვს.
„ხუთპროცენტიანი ბარიერის გამო რომ არ უნდა დარჩეს დანაწევრებული, ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე, რათა ივანიშვილმა არ წაიღოს მანდატები, რომლებიც მას არ ეკუთვნის, ამაზე მზაობა არის ასი პროცენტით.
შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება იყოს კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა. ეს არის ჩემი პოზიცია და არა მარტო ჩემი, ბევრია, ვისაც ეს პოზიცია აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამაზე განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში გეუბნებით ჩემს პოზიციას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.