ზურაბ ჯაფარიძე - საპატრიარქოსაც უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“ და მერე განათდება
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საპატრიარქოს ანტიდასავლურ, პრორუსულ, ბნელი ხედვების გამავრცელებელ ცენტრად მოიხსენიებს.
„მაგ ხალხის სათაო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია „საქართველოს საპატრიარქო“. „ევროპა არ გვინდა“, „ერთმორწმუნე გვირჩევნია“ – მაქედან მოდის ათწლეულებია.
მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში, რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს.
რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში. თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი.
დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია, თავშია! მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“ და მერე განათდება“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.