სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის მშპ-სთან მიმართებაში დაფიქსირების ინიციატივა „გირჩს“ წელიწადნახევრის წინ ჰქონდა.
„სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია – გაერთიანებების უკან რა რაციონალიც გააჟღერეს, ლოგიკურია – მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის დაფიქსირება მშპ-სთან მიმართებაში სწორია („გირჩს“ ჰქონდა მსგავსი ინიციატივა 1.5 წლის წინ) – ამ სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, თუნდაც მცირედით, რაც ასევე სწორია ამავე დროს: მცირე და შეზღუდული მთავრობა არ არის მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა მთავარი და ყველზე მნიშვნელოვანი, არის მთავრობის მთლიანი ხარჯების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება ეკონომიკის მოცულობასთან ეგაა შესამცირებელი მნიშვნელოვნად და ჩასაბეტონებელი კონსტიტუციაში სწრაფად მხოლოდ ასე გვეშველება”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.