ზურაბ ჯაფარიძე - რატომ არ გამოდიხართ გარეთ, „ნაცებთან“ არ დგებით? ვისი ან რისი იმედი გაქვთ, ვერავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, არჩევანის უფლება წაგართვეს
რატომ არ გამოდიხართ გარეთ, ვისი იმედი გაქვთ, ვერავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, არჩევანის უფლება წაგართვეს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყანა ვერ დალაგდება წესიერი რიგგარეშე არჩევნების გარეშე.
„რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ? ამჯერად რა გიშლით ხელს? ნაცებთან არ დგებით? აქციის ფორმა არ მოგწონთ? დემონსტრანტები არ მოგწონთ? „ლიდერები“ არ მოგწონთ? ყველა გამომსვლელის ყველა სიტყვა ვერ ჯდება თქვენს გემოვნებაში? გცივათ? გეზარებათ? გეშინიათ? რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაინძრეთ? რისი იმედი გაქვთ? ვისი იმედი გაქვთ? ვერავინ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. არჩევანის უფლება წაგართვეს, გიყურებენ და გექცევიან როგორც უკანასკნელ სირს. ეს ქვეყანა ვერ დალაგდება წესიერი რიგგარეშე არჩევნების გარეშე. ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ. ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას, ან დარჩებით ივანიშვილის მონებად, რომლებმაც ბრძოლას არჩიეს ხაინდრავას, უცნობის და ამაშუკელის ….. წოლა. ეგ არჩევანი გაქვთ მხოლოდ“, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.