ზურაბ ჯაფარიძე - „ოცნების“ ქცევებთან დაკავშირებული კითხვების გამო, გვექნება უარი კანდიდატის სტატუსზე, ესაა კითხვები, რატომაც ვერ ვიღებთ სტატუსს, ესაა პასუხი „ომი გინდათ“ კითხვაზე, ომი კი არ გვინდა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.
მისივე თქმით, ამის გამო, დიდი ალბათობით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„არის შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის შეკითხვები, რომლის გამო, ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლოსაც კანდიდატის სტატუსზე გვექნება უარი. ეს არის კითხვები, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სტატუსს და სინამდვილეში, ომი გინდათ კითხვაზე პასუხია. ომი კი არ გვინდა, აი, ამ რაღაცების შესრულება გვინდა და ამას არ აკეთებენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს.