ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ოფისთან - 19:00 საათზე მოვალ და „საუნდჩექს“ შევამოწმებ [ვიდეო]
„ქართული ოცნების“ ოფისთან ამ წუთებში სცენა მონტაჟდება.
პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიზე იმყოფებოდა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც პარტიის ლიდერებს მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს მიმართა კითხვით, რომელ საათზე გეგმავენ საზეიმო ღონისძიებას, რაზეც უთხრეს, რომ 20:00საათზე.
ამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ 19:00 საათზე მივა და „საუნდჩექს“ შეამოწმებს.