ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე
ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე

პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. პრეზიდენტი ზოგადად ბევრ სწორ შეფასებას აკეთებს ხოლმე, ოღონდ, როცა საქმე ეხება მთავარ საკითხს, ის არასდროს უპირისპირდება ივანიშვილს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს პასუხისმგებლობას არასდროს აკისრებს“.

„ზურაბიშვილს ახასიათებს განცხადებებში ბევრი სიმართლის საუბარი, მაგრამ ეს სიმართლე მთავრდება იქ, სადაც საქმე ეხება ივანიშვილის პასუხისმგებლობას. მოსაზრება, თითქოს პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაშია დღეს, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ღარიბაშვილისა და კობახიძის ბრალია და მეტი არავისი — არის ტყუილი. ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.