ზურაბ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს არაერთი წევრი გვთხოვდა მოსაწევს და ცხადია, ვაწევინებდით
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას ეხმაურება. კერძოდ, მათ მიერ კანაფის მოყვანასა და ექსპორტთან დაკავშირებით გამოთქმულ უარყოფით განცხადებებს.
ჯაფარიძე წერს, რომ „ ენმ-მა საარჩევნო დროშად კანაფის თემა აქცია“ .
“იდეებისგან სრულიად დაცლილმა და დაღმართზე ტემპაკრეფილმა პარტიამ გადაწყვიტა, ამ თემით მოახდინოს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება და საპატრიარქოსთან ჩახუტება -„კონსტიტუციაში ჩაიწეროს“, „კანაფის რესპუბლიკა“, “დემოგრაფია“ – წერს ჯაფარიძე და დასძენს, რომ ენმ-ის ნახევარ პოლიტსაბჭოსთან ერთად აქვს მოწეული, თან არაერთხელ.
„იმ ორი წლის განმავლობაში, როცა მაგ პარტიაში ვიყავი, არაერთი პოლიტსაბჭოს წევრი გვთხოვდა მოსაწევს თითქმის რეგულარულად (ვაძლევდით ან ვაწევინებდით ცხადია). რამდენიმე წევრი სახლში ზრდიდა და სავარაუდოდ დღესაც ზრდის კანაფს პირადი მოხმარებისთვის (აქეთაც გვაწევინებდნენ) ეგეთი ხალხი არიან – ძალაუფლების ხელში ჩაგდების გულისთვის მზად არიან, საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან „პედოფილის“ დაძახება აიტანონ. მერე ძმაკაცებთან ერთად მოწიონ და იბაზრონ კაცობაზე, ძმობაზე და გაგებაზე“, – აცხადებს „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.