ზურაბ ჯაფარიძე - მომლაპარაკებლებლის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად დასხდნენ მაგიდასთან, შესაძლოა, გულისხმობდეს, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება
ნებისმიერი სცენარის განვითარებას ველოდები, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრას დაესწრებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც.
„ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს, ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, შესაძლოა, გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. შესაძლოა დღევანდელი შეხვედრა იყოს დიალოგი და მცდელობა, პოზიციები დაახლოვდეს. ზუსტად არ ვიცი. ბრიუსელში გამართული შეხვედრის დეტალებზე არც ერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია. სრული ინფორმაცია აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, როგორი და რა ფორმატის შეხვედრა იქნება. ვიცი, რომ შეხვედრაზე იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.