ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მისი გადასაწყვეტია, ჩემი საქმე არ არის, რაც უნდა, ის ქნას
მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მისი გადასაწყვეტია, ჩემი საქმე საერთოდ არ არის, რაც უნდა, ის ქნას,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„თუ გადაწყვეტს ჩამოვიდეს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება. პატარა ბავშვი ხომ არ არის? ამ ადამიანმა გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მიიღოს.
პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ, ფაქტორებზე და პიროვნებებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც არის. ის არის კომპრომისული ფიგურა ოპოზიციის შიგნით.
ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნება და რა პოზიციას დაიჭერს.
თუ უნდა აქციაზე ჩართვა, ჩაერთოს. თუ აქციის მთავარი თემა იქნება „მიშა ჩამოდი“, „გირჩის“ საქმე ეს არ არის. თუ ოპოზიციის აქციაა და იქ სააკაშვილის მომხრეები დგანან, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მათი ლიდერია და უნდათ, რომ ჩამოვიდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რაღაც ნაწილზე დადებითად მოქმედებს, ან პირიქით.
„ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მათზე უარყოფითად მოქმედებს. მე ნაკლებად მაინტერესებს, საერთოდ არ მაღელვებს, სიმართლე რომ გითხრათ. მას ვუყურებ ერთ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს თავისი პირადი დღის წესრიგი და ცდილობს, ამის გატარებას“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.