ზურაბ ჯაფარიძე - ვგეგმავ და ვემზადები აქციებისთვის, მერე?
ზურაბ ჯაფარიძე - ვგეგმავ და ვემზადები აქციებისთვის, მერე?

მე დაინტერესებული ვარ, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 40 პროცენტიც კი და როგორც ჩანს, ეგრეც იქნება, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ამ ეტაპზე არანაირ აქციებს არ გეგმავს.

„აქციებს რაც შეეხება, ოპოზიციის ლიდერებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და არ ყოფილა საუბარი, რომ რამე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ, რა არის რომ? მე ვგეგმავ და ვემზადები აქციებისთვის, მერე? რანაირად არ ვარ აქტიური 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული. თუ ამით ვიღაცისთვის უნდათ შექმნან წარმოდგენა, რომ ოპოზიცია რამე სასწაულს აპირებს, აჰა, მე ვაღიარებ და ვიტყვი, რომ ვემზადები აქციებისთვის, მერე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.