ზურაბ ჯაფარიძე - კომისიის წევრმა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სიცხე უნდა გაუზომოს და ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადოს
ზურაბ ჯაფარიძე - კომისიის წევრმა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სიცხე უნდა გაუზომოს და ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადოს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის თერმოსკრინინგს ითხოვს.

მისი თქმით, გარდა ზემოაღნიშნულისა, აუციელებელია, რომ საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც თერმოსკრინინგს ჩაატარებს, ამომრჩევლის ტემპერატურა ხმამაღლა გამოაცხადოს.

ჯაფარიძის განცხადებით, ასვე უნდა აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მისვლა საკუთარი თერმომეტრით.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროცედურები დასახვეწია. დამკვირვებლების უფრო მეტად ჩართულობისა და ინფორმირებისთვის, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესების უკეთესად დაცვისთვის მნიშვნელოვანია სამი რამის გაკეთება.

როდესაც რიგის მარეგულირებელი საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს, ყოველ ჯერზე ტემპერატურა უნდა გამოაცხადოს ხმამაღლა. მეორე – ამავე ადამიანმა, ვინც თერმოსკრინინგს ჩაატარებს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს ტერმომეტრზე დაფიქსირებული ტემპერატურა და მესამე – ამომჩეველს უნდა აეკრძალოს საარჩევნო უბანზე საკუთარი თერმომენტრით მისვლა.

ჩვენ მოვითხოვთ, ცესკო-მ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები და ასევე, ამ პრიცედურებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირინ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცესკო-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.