ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ თანახმაა, ადგილობრივი არჩევნები განიხილოს, როგორც პლებისციტი, შემდეგ შეიძლება ამ საკითხის განხილვა ოპოზიციის ფლანგზე
ჩემი აზრით, ეგ არის წამოწყება, რომელსაც შეუძლებელია წარმატება ჰქონდეს. ბევრი სხვა საკითხია მოსაგვარებელი. ჯერ ერთი ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ თანახმაა, ადგილობრივი არჩევნები განიხილოს, როგორც პლებისციტი. ხელისუფლება მაგაზე თანახმა არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა,ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ ყოველთვის იყო მომხრე სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე ყველა არჩევნების ჩატარების, თუმცა ამაზეც ხელისუფლება თანახმა არ არის“.
„მერე არის პოლიტპატიმრების თემა და ფაქტია, იმ ხალხს არ უშვებენ. ბევრი სხვა რამ არის მოსაგვარებელი, ჯერ იქეთ ფლანგზე. ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ თანახმაა, პოლიტპატიმრები გამოუშვას, სრულად პროპორციულ, ბარიერის გარეშე არჩევნებზე და იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები განიხილოს, როგორც პლებისციტი, მერე შეიძლება მაგ საკითხის განხილვა, აქეთ, ოპოზიციის ფლანგზე. ახლა მაგაზე საუბარს შინაარსი არ აქვს არანაირი, უბრალოდ, შეუძლებელია. მე ნანახი მაქვს მოლაპარაკების მაგიდაზე, ხელისუფლების პოზიცია რა არის და მაგის შეთანხმება შეუძლებელია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.