ზურაბ ჯაფარიძე - კანონპროექტებით ოპოზიციის დაშინებამ არ იმუშავა და ამიტომ გააგზავნეს ვენეციის კომისიაში, იცოდნენ, რომ ასეთი დასკვნა მოვიდოდა
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიზანი ოპოზიციის დაშინება და პარლამენტში შეტყუება იყო, თუმცა ამან არ იმუშავა.
ჯაფარიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცოდა, აღნიშნულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიიდან როგორი დასკვნა გაკეთდებოდა.
„მაგ კანონპროექტების ინიცირება მაშინ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დაფინანსება და სხვა ბენეფიტები, შეეშინებინა და რაღაცნაირად პარლამენტში შანტაჟით შეეტყუებინა. შესაბამისად, მაგან აზრი დაკარგა, როცა არ იმუშავა და ამიტომ გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში, საიდანაც წინასწარაც იცოდნენ, რომ ეს დასკვნა მოვიდოდა. ასე რომ, მანდ ახალი ამბავი არაფერი არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს