ზურაბ ჯაფარიძე - ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ, სხვა უნარები და ინტელექტი არ აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი ვერ შეიცვლება, არ შეიცვლება, რადგან სხვა უნარები არ აქვს, მისი ფუნქცია შეიძლება იყოს აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ღარიბაშვილი ვერ შეიცვლება, არ შეიცვლება, რადგან სხვა უნარები არ გააჩნია. ერთადერთი ფუნქცია შეიძლება იყოს, აგრესია ოპონენტების წინააღმდეგ, სხვა ცოდნა, ინტელექტი, არაფერი. ეს კაცი დაცლილია ყველაფრისგან და სხვა მოლოდინი ვერ გექნება. არანაირი რეალური მთავრობის კაბინეტი და პარლამენტი არ არსებობს. თავიდან ბოლომდე არის სპექტაკლი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.