ზურაბ ჯაფარიძე - გახარია გერმანიაში თუ სადღაც მიფრინავს, თმას მოწიწკნიან, რისი გულისთვის, კალაძეს დაუმტკიცოს, რომ რაღაცა არ მოუწევია
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება არასერიოზულია.
ჯაფარიძის შეფასებით, გიორგი გახარიას ნარკოტესტის თემისთვის საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია და სასაცილოა, რომ ის აპირებს თმის ანალიზის ჩაბარებას და ამისთვის სხვა ქვეყანაში გაფრენას.
„ჩემი აზრით, ტრაგიკულია, სერიოზული ამბიციების მქონე პოლიტიკოსი რომ მოსაფსმელად მიდის სადღაც სხვა ქვეყანაში. თავმოყვარეობის ამბავია, რატომ უნდა აკეთებდეს ამას პოლიტიკოსი, მე არ ვიცი. ხომ შეიძლება ეთქვა, რომ ფეხზე მკიდია ყველაფერი და კარგად იყავით. როგორ შეიძლება, არჩევნების წინ სერიოზულად განიხილებოდეს, რომ მე წავალ ახლა გერმანაში ან სადღაც, არ ვიცი, მოვფსამ იქ, შევამოწმებ, მერე ჩამოვალ და დაგიდასტურებთ, რომ არა ვარ ნარკოტიკების მომხმარებელი. სასაცილოა! როგორ შეიძლება, რომ ძალით გაფსმევინებდნენ?! თქვი, რომ ფეხებზე მკიდია და მორჩა. ვისი რა საქმეა?! გერმანიაში წავალ, მოვფსამ, უკეთესი პასუხია? მართლა რომ წარმოიდგინოთ, მიდის, ბილეთს ყიდულობს, თვითმფრინავში ჯდება, სადღაც მიფრინავს, ფსამს, მერე უკან მოდის, უკანა ბილეთი აქვს, თვითმფრინავში ჯდება და ეს გგონიათ, რომ ნორმალურია?! და ეს სერიოზული საქციელია პოლიტიკოსისგან?! რისი გულისთვის რომ კალაძეს დაუმტკიცოს, რომ ფსელში რაღაც არა აქვს? აა, არ ფსამს?! მითუმეტეს! თვითმფრინავში ჯდება, გერმანიაში თუ სადღაც მიფრინავს, თმას მოწიწკნიან, მერე უკან წამოვა, თვითმფრინავში ჩაჯდება, საქართველოში ჩამოვა და ეგ სერიოზული ქცევა შეიძლება იყოს პოლიტიკოსისგან?! რისი გულისთვის, რომ კალაძეს დაუმტკიცოს რაღაცა არ მოუწევია, თუ რაღაცა არ უქნია?! გავიგე, რომ არ ენდობა, მაგრამ ფეხებზე რატომ არ იკიდებს, რა პრობლემაა?!“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.