ზურაბ ჯაფარიძე - გადაამოწმეს, ეს განმეორებითი შემთხვევაა და მასალებს გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტროსო, თუ დალუქავენ, ავხსნი ლუქს და ისევ გავხსნი ბარს
ზურაბ ჯაფარიძე - გადაამოწმეს, ეს განმეორებითი შემთხვევაა და მასალებს გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტროსო, თუ დალუქავენ, ავხსნი ლუქს და ისევ გავხსნი ბარს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა.

„გადაამოწმეს, ისევ ის ხარ, თუ არა, ვინც აქ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ვუთხარი, ის ვარ. მაშინ ეს არის განმეორებითი შემთხვევა და ყველა მასალას გადავუგზავნით შინაგან საქმეთა სამინისტროსო. თუ დალუქავენ, მერე ავხსნი ლუქს და გავხსნი ისევ ბარს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და აცხადებს, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს. ჯაფარიძე გუშინ უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი დღესაც გახსნა.