ზურაბ ჯაფარიძე - ეს პარლამენტი არის შაპიტო და არაფერზე მანდ არ უნდა მიხვიდე, თუ მაინც მიხვედი, არ უნდა შეიკავო თავი პირდაპირი საუბრისგან იმის იმედად, ვაიდა, სახალხო დამცველად აგირჩიონ
ზურაბ ჯაფარიძე - ეს პარლამენტი არის შაპიტო და არაფერზე მანდ არ უნდა მიხვიდე, თუ მაინც მიხვედი, არ უნდა შეიკავო თავი პირდაპირი საუბრისგან იმის იმედად, ვაიდა, სახალხო დამცველად აგირჩიონ

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სახალხო დამცველობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენებს ეხმაურება.

ზურაბ ჯაფარიძე დღევანდელ პარლამენტს შაპიტოს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ პარლამენტში მისვლის შემთხვევაში, კანდიდატებმა მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან გარკვეულ საკითხებზე პირდაპირი საუბრისგან თავი არ უნდა შეიკავონ იმის იმედით, რომ სახალხო დამცველად აირჩევენ.

„ომბუდსმენობის რამდენიმე კანდიდატის „საპარლამენტო მოსმენის“ ნაწილს ვუყურე.

ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე. თუ მაინც მიხვედი, უნდა გეყოს ერთი ადგილი და პირში უთხრა, მაგათ გამოა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები უნიტაზშია. არ უნდა შეიკავო თავი ამის პირდაპირ თქმისგან იმის იმედად, რომ იქნებ, ვაიდა აგირჩიონ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.