ზურაბ ჯაფარიძე - ელჩები ფიქრობენ, რომ გამოსავალი არის მოლაპარაკებებში, თუმცა ჩვენი პირობაა შეთანხმება იმ ოთხ პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე
ზურაბ ჯაფარიძე - ელჩები ფიქრობენ, რომ გამოსავალი არის მოლაპარაკებებში, თუმცა ჩვენი პირობაა შეთანხმება იმ ოთხ პუნქტზე, რომელიც დევს მაგიდაზე

ელჩებმა გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც დღეს დილით ვიხილეთ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრის შინაარსი იყო ის, რაც ყველამ ნახა საჯარო განცხადებებში, როგორც აშშ-ის საელჩოს, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან.

„ახალი არაფერი ყოფილა, ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა როგორ ვაფასებთ ვითარებას, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, ახალი არჩევნები ახალი წესებით. მათი პოზიცია იყო შეშფოთება გამოხატეს იმაზე, რაც მოხდა ქვეყანაში. ჰქონდათ მცდელობა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო ამისკენ მოგვიწოდებნენ, მაგრამ ეს მოხდა. ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება. ჩვენც უბრალოდ ავუხსენით, როგორ ვუყურებთ სიტუაციას და როგორ ვხედავთ გამოსავალს. ისინი ფიქრობენ, რომ გამოსავალი არის მოლაპარაკებებში, თუმცა მოლაპარაკების შემთხვევაში ჩვენი პირობები არის, რომ უნდა მოხდეს იმ ოთხ პუნქტზე შეთანხმება, რომელიც დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკების კრიზისი განმუხტვა არ მოხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.