დროებითი საგამოძიებო კომისიის არ მჯერა, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მხოლოდ იმ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია გაწერილი.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის არ მჯერა. არ მჯერა, რომ ახლა შესაძლებელია რაღაცების გამოძიება. გაცხადებული მაქვს მხოლოდ იმაში მივიღებ მონაწილეობას, რაც გაწერილია შარლ მიშელის დოკუმენტში. ეს კომისია გაწერილი არ არის. საარჩევნო რეფორმაზე იმიტომ მოვედი, რომ იქ გაწერილია. აქამდე პარლამენტში ერთხელ ვარ ნამყოფი, როცა ჩემს მოსვლაზე იყო დამოკიდებული ერთი პოლიტპატიმრის გათავისუფლება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.