ზურაბ ჯაფარიძე - დრაივი ტელევიზორის ყურებას და „გეგმა არ არის“ ძახილს არ მოაქვს, დრაივი ცოცხალ, თავისუფალ და გამბედავ ადამიანებშია
დრაივი ტელევიზორის ყურებას და „გეგმა არ არის“ ძახილს არ მოაქვს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის თქმით, „დრაივი ცოცხალ, თავისუფალ და გამბედავ ადამიანებშია“.
„იმედი და დრაივი ვისაც გაკლიათ, უნდა გენახათ, ახალგაზრდები დილის ექვსზე სახელდახელოდ დანთებული კოცონის გარშემო როგორ კითხულობენ წიგნებს, ერთ საათში იგივე ახალგაზრდები როგორ აწყობენ 10 წუთში ბარიკადებს და კიდევ ერთი საათის შემდეგ როგორ სძინავთ მელიქიშვილის გაყინულ ბორდიურზე ერთმანეთზე მიყუდებულებს. მაგრამ არ ნახეთ.
დრაივი ტელევიზორის ყურებას და „გეგმა არ არის“ ძახილს არ მოაქვს, დრაივი ცოცხალ, თავისუფალ და გამბედავ ადამიანებშია“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.