ზურაბ ჯაფარიძე - დიდი ერთობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს, 5 ნომერს, პარტიულ დაფინანსებას, არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას
დიდი ერთობა არ არის პარტიული ამბავი, ვისშიც ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსულ თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ, იმ ადამიანების ერთობაა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გვაქვს ორი ვარიანტი:
1. დიდი ერთობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს; კარგავს 5 ნომერს; კარგავს პარტიულ დაფინანსებას; კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრებს; კარგავს უფასო პოლიტიკურ რეკლამას; არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას; თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, „კიდევ რა დავთმოთ, გვითხარით“ – მაგ განწყობით არიან. თუ ოპოზიცია 80/70-ზე იგებს, მზად არიან, 15-10 ადამიანი იყოს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თვითონ საჯაროდ ასახელებენ ამ რიცხვებს;
2. ალტერნატივა: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადის დამოუკიდებლად, ინარჩუნებს ყველაფერ ზევით ჩამოთვლილს, არაფერზე ამბობს უარს და იბრძვის ბოლომდე.
თუ მართლა გეზიზღება „ნაციონალური მოძრაობა“ და შენთვის მიუღებელია, ამ ორ ვერსიას შორის რომელი ჯობია?
დიდი ერთობა არ არის პარტიული ამბავი, ვისშიც ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსულ თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ: ასეთები არიან სამოქალაქო სექტორშიც, აქტივისტებშიც, პოლიტიკურ პარტიებშიც და ცნობად სახეებშიც – იმ ადამიანების ერთობაა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.