„დედა ენის ბაღში“ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ მართავს.
ფესტივალის პარალელურად, „დედაენის ბაღთან“ კონტრაქცია მიმდინარეობს, რომელიც სოციალურ ქსელში დაიგეგმა. კონტრაქციის მონაწილეები „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ აპროტესტებენ.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.