ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენი მეგობრებისგან იყო მოწოდებული იდეა, შეიქმნას რაღაც ერთიანი ფორმატი, რომელიც მათ გაუმარტივებთ კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს, გაიგონ ოპოზიციის გეგმები
ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენი მეგობრებისგან იყო მოწოდებული იდეა, შეიქმნას რაღაც ერთიანი ფორმატი, რომელიც მათ გაუმარტივებთ კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს, გაიგონ ოპოზიციის გეგმები

ჩვენი მეგობრებისგან იყო მოწოდებული იდეა, შეიქმნას რაღაც ერთიანი ფორმატი, რომელიც მათ გაუმარტივებთ კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს, გაიგონ ოპოზიციის გეგმები, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა

მისივე თქმით, ოპოზიციას დღეისთვის თუ კონკრეტული გეგმა ექნება, უახლოეს საათებში საჯაროდ გაავრცელებს.

„დღეს ძირითადად ვილაპარაკეთ იმაზე, რა საკითხებიც განვიხილეთ გუშინ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან. ვიმსჯელეთ, რა იდეებიც იყო გუშინ გაჟღერებული და ამ იდეებთან მიმართებით რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთო, რომ გითხრათ, არა, თუმცა არის რამდენიმე იდეა, რომლებსაც განვიხილავთ და რომელთა განხილვას დღესაც გავაგრძელებთ.

ერთ-ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის, რომ ჩვენი მეგობრებისგან იყო მოწოდებული იდეა, შეიქმნას რაღაც ფორმატი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ჩვენთან კომუნიკაცია გაამარტივონ. იყოს ერთიანი ფორმატი და არა რამდენიმე პარტიასთან ან კოალიციასთან დაკავშირების საჭიროება, რათა გაიგონ ოპოზიციის ხედვა და გეგმები, დაელაპარაკონ, გაარკვიონ, რას და როგორ ვაკეთებთ. მიდის კომუნიკაცია სხვადასხვა ჩატში, დღეს თუ რამე კონკრეტულს გადავწყვეტთ. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში საჯაროდ გამოვიტანთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.