ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი დაკვირვებით, მედიატორები ცდილობდნენ, მაგიდაზე დაედოთ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა
ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი დაკვირვებით, მედიატორები ცდილობდნენ, მაგიდაზე დაედოთ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი დაკვირვებით, მედიატორები ცდილობდნენ, მაგიდაზე დაედოთ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა.

„ნებისმიერი რამის მოლოდინია, რადგან ყველა სხვა მოლაპარაკების დღისგან პრინციპულად განსხვაბებული დღეა, ვინაიდან მოდერატორებმა უნდა დადონ თავისი ვერსია, რომელსაც დავეთანხმებით ან არ დავეთანხმებით. არ ვიცით, რას დადებს, წარმოდგენა არ გვაქვს. გუშინ რა განწყობაც მქონდა, იგივე განწყობა მაქვს. ჩემი დაკვირვებით, მედიატორები ცდილობდნენ, მაგიდაზე დაედოთ ისეთი დოკუმენტი, რომელზეც „ქართული ოცნება“ თანახმა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, წინა რაუნდი ასე ჩატარდა, ვიდრე ბატონი დანიელსონი წავიდოდა.

როდესაც ჩამოვიდა ბატონი დანიელსონი, ჩვენ ვნახეთ, რომ ორი დღის განმავლობაშიი მთავრობას ელაპარაკებოდა, მხოლოდ გუშინ საღამოს, გვიან შეხვდა ოპოზიცას, რაც ასევე მინიშნებაა იმაზე, რომ ისინი ცდილობენ რაღაც ისეთის დადებას, რაც მინიმუმ „ოცნებისთვის“ მაინც იქნებოდა მისაღები. არ ვიცი, ვნახოთ, რა დოკუმენტი დაგხვდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, იმედი აქვს, მოდერატორის მხრიდან დაიდება ისეთი დოკუმენტი, რაზეც შეთანხმება შედგება, თუმცა, ასევე ამბობს, რომ „ოცნების“ საჯარო განცხადებების მიხედვით შეთანხმების საფუძველი არ ჩანს.

„მაქვს იმედი, რომ რაღაც ისეთი დოკუმენტი იქნება, რაზეც შეთანხმება მოხდება. ცხადია, კარგი იქნება და გამოსავალი იქნება ამ ქვეყნისთვის, მაგრამ „ქართული ოცნების“ საჯარო განცხადებებს თუ დავაკვირდებით, შეთანხმების საფუძველი დიდას არ ჩანს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და მთავარი საკითხი კვლავ არის „პოლიტპატიმრების გათავისუფლება, აგრეთვე ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა“.

„ოპოზიციაში დამატებითი განხილვა ამაზე არ ყოფილა. პოზიცია იგივეა, რაც აქამდე იყო. მთავარი საკითხებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რაც არის მიშელის პუნქტებში. მეორე  არის ხელახალ არჩევნებთან მისასვლელი გზა. ოპოზიციიდან, როგორც კომპრომისული ვერსია, შეთავაზებული იყო პლებისციტი ან პირდაპირ ხელახალი არჩევნები. მნიშველოვანი საკითხი არის ბუნებრივი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნების სიტემაზე გადასვლა, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტოზე, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივზე ამის გაკეთება შეუძლებელია.

გარდა ამისა, არის სასამართლოს და მართლსაჯულების სისტემის და ძალაუფლების განაწილების საკითხები. მე არ ვიცი, დღეს რა ვერსიები დაიდება აქ, მაგრამ მანამდე საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტის თვმჯომარეები რომ ყოფილიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს საჯაროდ გაჟღერდა და სხვადსხვა პარტიამ ეს დეტალი გამოიტანა“, – განაცხად ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, უჭირს საუბარი, რაზე შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“.

„გუშინ არ ყოფილა საკითხების გავლა, მანამდე, ბოლო შეხვედრაზე, „ოცნებასთან“ ერთად ერთობლივ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ „ოცნება“ პრაქტიკულად არც ერთ პუნქტზე არ იყო თანახმა, რამე დათმობაზე წამოსულიყო. მას შემდეგ რა შეიცვალა, არ ვიცი.

ჩვენ ვართ სრულ გაუგებრობაში. პოლიტიკური კრიზისი წარმოშობს ბევრ გაურკვევლობას, რომელიც იფარგლება ბევრ სხვადასხვა კრიზისში. მათ შორის ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კკრიზისი, რომელიც უფრო გაღრმადება ამის შედეგად. ერთადერთი, რისი პროგნოზის გაკეთებაც შეიძლება ზოგადად, არის ის, რომ ჩვენ დავრჩებით გაურკვევლობაში და ამას მოყვება ბევრი ცუდი რაღაც. დანარჩენს ვერავინ ვერაფერს გათვლის ამ ქვეყანაში, როგორც ბიზნესს არ შეუძლია, გათვალოს ექვს თვეში რას გააკეთებს, რადგან კაცმა არ იცის, ქვეყანაში რა მოხდება. ასე არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ კონკრეტულად გათვალოს, რომ ერთ თვეში ამას ვიზამ და ორ თვეში ამასო. შეუძლებელია გათვლა“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.